კლინიკის კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა

 ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კოვიდგანყოფილებიდან პაციენტი გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით,  64 წლის მამაკაცი, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კლინიკაში, შვილთან ერთად, ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა.  ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკის ფანჯრიდან მოულოდნელად გადახტა.

კლინიკის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ პაციენტს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, დაწყებულია გამოძიება.