კობახიძე მელიაზე: ვერ გამოეტია ციხის კარებიდან

ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს  და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს და ეს მელიას გადასაწყვეტია. 

“გვესმის საუბარი მუდმივად იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია. გამოდის ციხიდან, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, განსაკუთრებით ამნისტიას, ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მას შეუძლია, მიიღოს ამნისტიის კანონი ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის შესახებ კანონში. თუ მელია არ დაეთანხმება ამნისტიას, მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება, ესეც არის უზრუნველყოფილი მისთვის. ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. შეუძლია შემოვიდეს, შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში, ეს მისი გადასაწყვეტია.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.