“კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართება

სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათისა” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან და პარლამენტის შენობის წინ აქციას დღეს 18:00 საათზე გამართავენ.

სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ აქციას და ერთად გააპროტესტონ ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ.

“სამოქალაქო მოძრაობები სხვადასხვა ადგილზე შევიკრიბებით და ერთიანი მარშით 17:00 საათზე ფილარმონიიდან წავალთ პარლამენტისკენ, სადაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი შედგება. პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამე დავრჩებით. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტის და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ ამ ერთი მოთხოვნის ქვეშ და გაუქმდეს „კომენდატის საათი“ და ჯარიმები“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას” წევრმა შოთა დიღმელაშვილმა.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი სამოქალაქო ჯგუფები: “დროა”, “შეცვალე”, “სოცაფეთქება”, “დემოკრატიული მომავლისთვის”, “სირცხვილია”.