ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შუახნის კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სოფელში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლაგოდეხის კლინიკაში მოათავსა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.