მამაზე ძალადობაში ბრალდებული ქალი ბრალს არ აღიარებს

ხანდაზმული მამის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული 40 წლამდე ქალი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი არ სურს.

დაკავებულ ქალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 151-ე მუხლებით წარედგინა, რაც რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.