მასწავლებელმა მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა

 სიღნაღში სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა. გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგმა საფულე გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. მასწავლებელმა ეჭვი მოსწავლეზე მიიტანა და მასთან სახლში მივიდა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პედაგოგმა საფულე არა სკოლაში, არამედ სახლში დაკარგა. 

მეოთხე კლასის მოსწავლე მთელი დღეს სკოლაში არ გამოცხადდა, დღის მეორე ნახევარში კი ის პოლიციამ იპოვა. მოსწავლის დედა სკოლიდან მასწავლებლის გათავისუფლებას ითხოვს.

რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორის თქმით, მომხდარს ის დისციპლინალურ კომიტეტს გადასცემს და შემთხვევას კომიტეტი განიხილავს.