მეგრელიშვილი: ჩემს ადგილს განათლების კომიტეტში ვხედავ

“გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მის ადგილს განათლების კომიტეტში ხედავს.

მისივე თქმით, უკვე ესაუბრება ადამიანებს, ვისთანაც მოუწევს თანამშრომლობა ამ სფეროში.

„ჩემს ადგილს მე, მაგალითად ვხედავ განათლების კომიტეტში.

ველაპარაკები უკვე იმ ადამიანებს, ვისთანაც მომიწევს თანამშრომლობა ამ სფეროში, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის პერსონალური ამბავია და არავის ამაზე ჯერ არ უმსჯელია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.