მელია: გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო მიმდინარეობს ბრალდებულმა სიტყვა წარმოთქვა.

ნიკა მელია გამოხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებასაც.

“კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ” – განაცხადა ნიკა მელიამ.