მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატი: “ქართულ ოცნებას” არ ვურჩევდი მათემატიკაში შესვლას

მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები კომენტარს აკეთებენ. პარლამენტის წევრის, ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მათემატიკაში შესვლას არ ურჩევს.

“გადავხედოთ არჩევნების შედეგებს, სამივე მაჟორიტარს, ჩემი ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, 5-6%-ით მეტი ხმა აქვს აღებული. “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ ვურჩევდი მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს მათთვის მომგებიანი არ იქნება,”- აცხადებს პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია.

“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ იმ ადამიანების წარმატება, რომლებიც გახარიას გუნდში გადავიდნენ, სწორედ მმართველმა გუნდმა განაპირობა.

“საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ ვინ რა რესურსით არის დეპუტატი და რამდენად განაპირობა თითოეული მათგანის წარმატება იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთა დაპირისპირების გზაზეც გაკეთეს მათ არჩევანი,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.