უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ისევე როგორც დედაქალაქში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში +22 +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
„16-19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.