მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 259 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 053 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 110 ფაქტი გამოვლინდა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.