პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნმა წონაში 8 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ ინფორმაცია ალექსეი ნავალნის Twitter-ზე ვრცელდება.
“ყველა მოშიმშილე პატიმარი უნდა აიწონოს. ნავალნიც აწონეს. დოკუმენტების თანახმად, კოლონიაში ის 93 კგ შევიდა და ახლა იწონის 85 კგ-ს. ანუ ჯერ კიდევ შიმშილობის დაწყებამდე მან უკვე 8 კგ დაიკლო,” – აღნიშნულია ნავალნის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად ნავალინს დაძინების საშუალებას არ აძლევენ და ღამით ყოველ საათში აღვიძებენ. ის ამას წამების ფორმას უწოდებს.
მანამდე ალექსეი ნავალნმა შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ მას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს.