ნამახვანჰესისა და გარეჯის საკითხების ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის – საპატრიარქო

საპატრიარქოს განცხადებით, არასწორია ნამახვანჰესისა და დავით გარეჯის საკითხის ერთ კონტექსტში მოხსენიება და ამ თემებზე მოწოდებების გაკეთება:

“ნამახვანჰესთან მიმართებაში საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავით გარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას,”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.