“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდებიან.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, შეხვედრა, შესაძლოა, დასკვნითი კონსულტაცია აღმოჩნდეს.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მივესალმები, ვფიქრობ, რომ როგორც არაერთხელ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ დაადასტურა, რომ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე კარგად ხვდება, რა არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესი კონკრეტულ მომენტში, მისმა განცხადებამ დღეს ერთმნიშვნელოვნად კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინდა გითხრათ, რომ მისთვისაც ფუნდამენტურია, რა აზრის არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შესაძლოა ეს იყოს დასკვნითი კონსულტაცია,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რუსთავში იმყოფება სახალხო დამცველიც, რომელიც ასევე გეგმავს ნიკა მელიასთან შეხვედრას.