ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადიადო. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა.

მომდევნო პროცესი 13 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. როგორც სასამართლოს დაწყებამდე ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, არ აპირებენ, რომ მართლმსაჯულების იმიტაციაში მონაწილეობა მიიღონ.