ნიკოლოზ გამყრელიძე “ასტრაზენეკათი” აიცრა

კოვიდვაქცინაციის მიმართ ნდობის ამაღლების მიზნით, კამპანია გრძელდება. დღეს AstraZeneca​-ს ვაქცინით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე აიცრა.

გამყრელიძე ერთ-ერთი პირველი იყო ქვეყანაში, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, დარეგისტრირდნენ და აცრა ჩაიტარონ. მისი თქმით,  პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა სწორედ ვაქცინაციაა.