ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს.
გადადგომის შესახებ ინფორმაცია ფაშინიანმა ჯერ კიდევ 28 მარტს დააანონსა, მიზეზად კი რიგგარეშე არჩევნები დაასახელა, რომელიც სომხეთში მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება.
ინფორმაციისთვის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას სომეხი მოქალაქეები ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ ითხოვდნენ.