გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კუმისში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ნინო ლაცაბიძემ ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარი მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ძირითადი პრობლემები მოისმინეს, რომელიც ახალ კუმისში მოსახლეობას აწუხებს.
სოფელში მთავარ პრობლემებად საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის არარსებობა და გაზიფიცირების საკითხი დასახელდა.
მაჟორიტარმა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს ასევე, სოფელში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც.