ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია 15 მაისის შტაბის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
“ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.