პაატა იმნაძე: სიტუაცია მძიმდება

ყველაფერი გვეუბნება, რომ სიტუაცია მძიმდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ამასთან, იმნაძის თქმით, ქვეყანაში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელმა მოიმატა.

„ყველაფერი გვეუბნება, რომ სიტუაცია მძიმდება. საიმედო ერთი რაცაა გამოჩნდა, რომ პირბადეების მაჩვენებელმა მოიმატა. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგი იყოს“, – განაცხადა იმნაძემ.