პოლიტპატიმრები შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადებით, პოლიტპატიმრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.

კერძოდ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მედიატორის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ასეთია:

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, – ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.