პრემიერი: Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღებთ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს.

საკითხზე მთავრობის მეთაური Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა.

“სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 27 აპრილს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” ასაცრელად რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები 20:00 საათიდან გაივლიან.