პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, რომ დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია დამოკიდებულებებს გადახედავს.
“ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზადყოფნა, ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, გამართულ დიალოგზე, რომელსაც ბატონი დანიელსონი უწევდა მედიაციას, რომ მმართველი გუნდი, ქართული ოცნება პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს”-აცხადებს თალაკვაძე.