პროფესიულ კოლეჯში “მოდუსი” ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა

პროფესიულ კოლეჯში “მოდუსი” ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

გამოფენა ოთხი დღის განმავლობაში, 20 აპრილამდე გაგრძელდება.

“მოდუსის” დირექტორის, პავლე თვალიაშვილის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები სტუდენტების მოტივაციას ამაღლებს და მათ ნამუშევრების რეალიზაციაში ეხმარება.