რეხვიაშვილი: დრო სჭირდება, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ გააკეთოს შესაბამისი განცხადება

“მიდის მუშაობა და გარკვეული დრო სჭირდება, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ გააკეთოს შესაბამისი განცხადება,”- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომელიც “რუსთავის აზოტის” საწარმოში მივიდა.

როგორც მხარის პირველმა პირმა აღნიშნა, პროცესში მთავრობა და ხელისუფლების ყველა შტოა ჩართული.

“ზოგადად მთავრობა და ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად არიან ჩართულნი და გარკვეულ შედეგებს ველოდებით, უბრალოდ კონკრეტული თემის გაჟღერება ჯერ არ ხდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი წინ არ მიდის.

აქ არიან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და ლექსო დალაქიშვილი, პარლამენტის წევრი და გააკეთეს განცხადებები. ეს მეც მოვისმინე და ვიცი, ჯერჯერობით ვერაფერს ვამატებ, გარდა იმისა, რომ მიდის მუშაობა და გარკვეული დრო სჭირდება, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ გააკეთოს შესაბამისი განცხადება.”- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.