რიონის მცველები ხეობის ჩაკეტვას აპირებენ

რიონის ხეობის მცველებმა, სოფელ გუმათიდან კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან გადაინაცვლეს.

როგორც ისინი აცხადებენ, გზის გადაკეტვას გეგმავენ და ბაზის ბლოკირებას ისე მოახდენენ, როგორც სამართალდამცველებმა სოფელი ნამოხვანი ჩაკეტეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

“ჩვენი აქ ყოფნა იწვევს ხეობის სრულ ბლოკირებას, ამიტომ, რადგან ვერ განგვიმარტეს კანონიერი საფუძვლები იმისა, რატომ იკრძალებოდა ჩვენი გადაადგილება ზედა მიმართულებით, გადმოვედით ქვემოთ და ახლა ვკეტავთ მთლიან ხეობას. მოგვცენ გადაადგილების საშუალება და დავიძვრებით აქედან” – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისივე განცხადებით, ამიერიდან პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი სწორედ კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ბაზა იქნება.