ქუთაისთან , გუმათის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რიონის ხეობის მცველებს ნამოხვანამდე აღარ უშვებენ. აქციის მონაწილეებმა დამატებითი კარავი გუმათში გაშალეს.
პარალელურად, რიონის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება თავის თავსვე არ გამოუტანს განაჩენს. ამიტომ, ვწევთ ამ პროცესს მაქსიმალურად. ჩვენი მოთხოვნები რა თქმა უნდა უცვლელია“, – განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.