რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი ვარციხეჰესთან ნახეს.

ჯერჯერობით, უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. შესაძლოა, ის რამდენიმე კვირის წინ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცი იყოს.

ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობდნენ.