რუსთავის საკრებულოს დეპუტატს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაჭრეს, ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ TV4-ს კლინიკა “რუსთავის” გადაუდებელი განყოფილების ექიმმა, მარინე კავთუაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში თვითდინებით შეიყვანეს. შეყვანისას ის კონტაქტური იყო, მას ჭრილობა ბარძაყის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. საკრებულოს წევრს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რუსთავის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” საკუთარ ეზოში დაჭრეს. ინციდენტი, მაჩაბელის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კლინიკასთან იმყოფებიან დაჭრილის ოჯახის წევრები. ოჯახი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მომხდარზე ინფორმაცია არ აქვთ.