როგორია ეპიდვითარება რუსთავის სკოლებში

ეპიდვითარება რუსთავის სკოლებში – ხვალიდან ქალაქის ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულება, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სწავლას სრულად დისტანციური მოდელით გააგრძელებს.

ამასთან,  რესურსცენტრის ინფორმაციით, ქალაქის 26 საჯარო სკოლიდან, ექვსში სასწავლო პროცესი ეგრეთწოდებული  ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს.