როდის დაიწყება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურები 

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება.

ამ დღეს პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება და ბიუროს სხდომაზე სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის საკითხი დაემატება.

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.