ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ის მოქალაქეები, რომელიც არ შედიან მაღალი რისკის ჯგუფში და ამასთან, არიან 55 წელს ქვემოთ, კორონავირუსზე ვაქცინაციას ივლისიდან შეძლებენ.
თამარ გაბუნიას ცნობით, მესამე კვარტალში მეტი ვაქცინის დოზები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ასაკობრივ, ასევე პროფესიულ ჯგუფებში.
“მიმდინარე პროცესებში ჩვენ გვაქვს მოლოდინი “ასტრაზენეკასი” და ასევე, “სინოფარმი” მალევე გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება “ფაიზერს”, რეალისტურ მოლოდინზე ფართო გამოყენებისთვის, მეორე კვარტლის ბოლოდან შესაძლოა ვისაუბროთ.
მესამე და მეოთხე კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე საყოველთაო ვაქცინაცია იქნება ხელმისაწვდომი, ანუ, რეალურად, მესამე-მეოთხე კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მთავრობის გეგმაა,წლის ბოლომდე სრულად იყოს მოცული 18 წლის ზემოთ მოსახლეობა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% აიცრას, საჭიროა დაახლოებით ვაქცინის 3 მილიონ 900 000 დოზა.