დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დღეს ვაქცინაციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ისაუბრა.
იმნაძის განცხადებით, ინდოეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, აღნიშნულ ვარიანტებზე ეფექტურად მოქმედებს ის ვაქცინები, რომელიც ინდოეთში გამოიყენება.
ამ ეტაპზე ინდოეთში ვაქცინაცია მიმდინარეობს 2 ვაქცინით, ერთი ინაქტივირებულ ვირუსების პრინციპით არის დამზადებული, მეორე კი AstraZeneca-ს ვაქცინაა, რომელიც ინდოეთში იწარმოება.
“ინდოეთში რომ აიცრება 100 მილიონი კაცი, ეგ იგივეა საქართველოში რომ აიცრება 3000. მოსახლეობაზე უნდა გადავიანგარიშოთ. ინფექციის გავრცელების მხრივ პრობლემას ხსნის ის ქვეყანა, ვინც თავისი მოსახლეობის 60 % აცრა უკვე ორჯერადად, მაგალითად ისრაელი. ქვეყნებში სადაც 20% აცრილი, ეს იცავს იმათ ვინც აიცრნენ, მაგრამ ეს არ იცავს საზოგადოებას. ინდოეთში 6% აცრილი, მერე რა რომ ეს ათეულ მილიონობითაა ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის, ამიტომ ინდოეთმა შეწყვიტა ქვეყნის გარეთ ვაქცინების გატანა. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში რომ ქვეყნები, რომლებსაც თავის პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, ჯერჯერობით სამწუხაროდ ბევრი ვაქცინა და მათ შორის ის რაც საქართველოში ძალიან პოპულარულია არ არის უბრალოდ მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ ჯერ ის ქვეყნები თავის თავს ვერ აკმაყოფილებენ,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.