“რუსთავის აზოტის” გაფიცულმა თანამშრომლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს

“რუსთავის აზოტელების” პროტესტის მესამე დღე- “საწარმოში დასაქმებულებმა” საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. ჯგუფი კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში დასაქმებულების სახელით იქნება ჩართული. 

საწარმოში დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება. “აზოტის” თანამშრომლები დღეს დილიდან ისევ შეიკრიბნენ, მოთხოვნები უცვლელია- აქციის მონაწილეები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, “რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებს და შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებს გუშინ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი შეხვდნენ. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კომპანიამ ხელფასის გაზრდის პირობა გასცა, თუმცა ერთი კვირის ვადა ითხოვა კონკრეტულ თანხაზე სამუშაოდ. პარლამენტის დეპუტატებმა აქციის მონაწილეებს პირველ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფის შექმნა სთხოვეს, რათა მოლაპარაკებები ეფექტურად წარიმართოს.