გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა სეზონი გახსნა.
თეატრში ამ წუთებში ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლის” პრემიერა მიმდინარეობს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა, მხატვარი ბარბარე ასლამაზაშვილი, კომპოზიტორი კი გოგიტა მაისურაძე.
საპრემიერო წარმოდგენები რეგულაციების სრული დაცვით 4, 8 და 10 აპრილს, 18.00 სთ-ზე გაიმართება.