რუსთავის ისტორიულ მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუზეუმის დარბაზში კალიგრაფის ცირა ბულაშვილის ნამუშევრები გამოიფინა.
ადგილზე წარმოდგენილი იყო ორიგინალურად შესრულებული ქართული ენის ანბანის თითოეული ასო. კალიგრაფმა ნამუშევრები სხვადასხვა ფრინველის ბუმბულებისგან შექმნა.
ღონისძიებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.