რუსთავის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი გაიხსნა

რუსთავში პირველი მუსიკალური სასწავლებლის ახლადრეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.

უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია წელს დასრულდა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან და რუსთავის ბიუჯეტიდან 529 ათასი ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობის ფასადების რესტავრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

პირველი მუსიკალური სასწავლებელი, ხელოვნების სკოლა, 1961 წელს აშენდა და ის  ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობაა.

ღონისძიებას პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, კულტურის სამინისტროს წევრები  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.