რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა საგაზაფხულო კონცერტს მართავს

რუსთავის რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლა, ჩიკაგოს სკვერში, ღონისძიებას მართავს.

ორგანიზატორების განცხადებით, საგაზაფხულო კონცერტის ფარგლებში, სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები სხვადასხვა მუსიკალურ ნომერს წარადგენენ.

ღონისძიებას რუსთავის მოხუცთა სახლის “ქსენონი”  ბენეფიციარებიც ესწრებიან.