რუსთავის “რუსთავი” “შევარდენთან” 4:1 დამარცხდა

საფეხბურთო კლუბი რუსთავის “რუსთავი” ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის უკანასკნელ შეხვედრაში “შევარდენს” ესტუმრა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში “რუსთავი” გასავარდნ ზონასთან ახლოსაა 9 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვს.

კიდევ ერთი ქვემო ქართლის გუნდი ბოლნისის “სიონი” ეროვნული ლიგა 2-ს უპირობოდ ლიდერობს და შესაძლო 27 ქულიდან მათ 24 ქულის მოპოვება შეძლეს.