რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესრულების ანგარიში დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, ცვლილებები შევიდა „რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შეღავათებით მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში და ტრანსპორტზე შეღავათებით მოსარგებლეთა კატეგორიას დაემატა და სრულიად გათავისუფლდა სამგზავრო გადასახადისგან მკვეთრად, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესში და მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება გადაეცა ა(ა)იპ „ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს.“
მომხსენებლის, მერიის აპარატის უფროსის ნინო ნიკოლავას განმარტებით, აღნიშნული სამსახურის ფუნქციებში გადავიდა ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის და სამართალდარღვევის ოქმის შევსება, ჩაბარება, წარმოებისა და აღრიცხვის ფუნქციები.
სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ოთხი ობიექტის გეგმა და ექვსი ობიექტის ნუსხა.
ვადის ამოწურვის გამო, შეიქმნა და ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, საკრებულოში მოქმედ ვეტერანების, ტრანსპორტის, ახალგაზრდული საკითხების, ტურიზმის და საერთაშორისო საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს.