კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურის შეხვედრაში რუსთავის „რუსთავმა“ საკუთარ მოედანზე „გაგრას“ უმასპინძლა და შეხვედრა უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ძლიერი ქარის გამო ხშირი იყო ტექნიკური ხარვეზი, ფეხბურთელებს მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ და მატჩმა სანახაობრივი მხარე დაკარგა.
მოპოვებული 1 ქულის შემდეგ, “რუსთავი” სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, გაგრა კი მესამე ადგილზე, გადათამაშების ზონაში იმყოფება.
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი კიდევ ერთი ქვემო ქართლური კლუბი, ბოლნისის “სიონია”, რომელსაც 5-დან 5 გამარჯვება აქვს მოპოვებული.







