რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” TV4-ს განუცხადეს, მიზეზი ავარიული დაზიანებაა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნის, შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ.
მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდული აქვს გორის, თბილისის, ლომოურის,გონაშვილის, იაღლუჯის მთის, თბილისი-ბაქო გზატკეცილის და კიდევ რამდენიმე ქუჩას.
ელექტროენერგია აღნიშნულ მისამართებზე 12:00 საათზე აღდგება.