რუსთავში მეთოთხმეტე მიკრორაიონის, ლეონიძის, მესხიშვილისა და მიმდებარე რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც TV4-ს „ენეგერო პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, მიზეზი ავარიული ჩართვაა.
ავარიული ჩართვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარ საათში აღუდგება.