რუსთავში ოთხი თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, დედის პასუხი უარყოფითია

რუსთავში ოთხი თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, დედის პასუხი კი “კოვიდ-19”-ზე უარყოფითი იყო. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, წინა თვესთან შედარებით, აპრილში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა არა მნიშვნელოვნად.

მათივე ცნობით, გუშინ დაუდასტურდა “კოვიდ-19” წლის და ორი თვის ტყუპებსაც, თუმცა მათი სტაციონარში გადაყვანა საჭირო არ გახდა, რადგან ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ამასთან, ცხრა აპრილს დადებითი იყო დედისა და ორი ბავშვის კოვიდ ტესტის პასუხი, რომლებიც მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.

ამ დროისთვის რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით სულ 13 პაციენტი აგრძელებს მკურნლობას.