რუსთავში უფასო სასადილოს თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსთავში უფასო სასადილოს თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც რუსთავის მერიის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, სასადილოში  დეზინფექცია-დერატიზაციის სამუშაოები ჩატარდა  და სრულად შეიცვალა თანამშრომელთა ნაკადი.

სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ქვირიას განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ინფორმაციისთვის, უფასო სასადილო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას  და ბენეფიციარებს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება.