რუსთავში ციფრული წიგნიერების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება

რუსთავში ციფრული წიგნიერების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. რუსთავის მერიისა და “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის” ჩართულობით, თეატრის შენობაში სპეციალური ოთახი გამოიყო. სივრცეში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა და ოთახი კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

“F1 ციფრულმა აკადამიამ” უკვე ჩაატარა სწავლება ტრენერებისთვის, რომელშიც მონაწილეობა “მოდუსის” კოლეჯის სტუდენტებმა მიიღეს.

ცენტრი რუსთაველი ახალგაზრდების კომპიუტერული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. ინოვაციების ჰაბისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მუშაობით, იგეგმება სხვადასხვა სასწავლო კურსებიც.

როგორც ჰაბის ხელმძღვანელი, რევაზ ბარბაქაძე აცხადებს,  სივრცე სხვა თემატიკის აქტივობებითაც დაიტვირთება.