საგარეჯოდან გაუჩინარებული გოგო მარნეულში გათხოვდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს.
ნარმინ ისაიევას სამართალდამცველებმა მარნეულში მიაკვლიეს.

ინფრომაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

18 წლის გოგოს ოჯახის ინფორმაციით, ის მარნეულში იმყოფება და სხვა მამაკაცზე გათხოვდა.

ცნობისთვის, 18 წლის ნარმინ ისაიევას ოჯახი 2 დღე ეძებდა. ის 6 თვის განვალობაში მეზობელ სოფელში მცხოვრებ ბიჭზე იყო დანიშნული, თუმცა 11 აპრილს დილით სახლიდან წავიდა, რის შემდეგაც დეიდას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.