საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ტესტირება.
“შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები,”-აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.15% შეადგინა.