სალხინოს მამათა მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სასულიერო პირებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში. სასულიერო პირები ერთმანეთს სალხინოს მამათა მონასტერში დაუპირისპირდნენ.

მსახური ბერ-მონაზვნების გაღიზიანება მონასტრის ეზოში იღუმენ გრიგოლ დარსალიას გამოჩენამ გამოიწვია. ის მეუფე სტეფანემ სალხინოს ეკლესიის ახალ წინამძღვრად რამდენიმე დღის წინ დანიშნა.

ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის ბრალდებით, იქ მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა.

სასულიერო პირების ნაწილი მეუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ მიტროპოლიტს არ დაემორჩილება.

თავის მხრივ, სალხინოს ეკლესიის ახლადდანიშნული მოძღვარი გრიგოლ დარსალია აცხადებს, რომ ის მეუფის ლოცვა-კურთხევით იმყოფება მონასტერში, სადაც წირვა უნდა აღავლინოს.