სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.